ამერიკელი სენატორები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მივესალმები ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას, – ეს ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაა, რომელიც  „თვითერის“ საშუალებით გაავრცელა.

ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებს განცხადების ტექსტს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი. განცხადების ტექსტში სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევის გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. “

სენატორები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ: “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ბატონი სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას უპირატესობა მიანიჭოს და გაითვალისწინოს ამ ვითარების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ახლა დროა, პოლიტიკური განსხვავებები გვერდზე გადაიდო, ქართველი ხალხის სასარგებლოდ.” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები