ვირუსით 4 318 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 962 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 318  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 457   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.15%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  808 889-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.00%.

მსგავსი თემები