„სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდებია“ – ჯანდაცვის მინისტრი გორის ჰოსპიტალიდან

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაათვალიერა და კონკრეტულად იმ პალატაში იმყოფებოდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსათავსებლად მომზადდა. როგორც ჰოსპიტალიდან გამოსულმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ სახეზე იყო შიმშილობის ეპიდემია.  

„ექიმის პროფესია არის ძალიან რთული პროფესია და ჩვენ არ ვარჩევთ პაციენტებს, ექიმის ხელშეუხებლობა უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩემი პირველი გზავნილი.  პაციენტს, როგორც რუსთავის, ისე #18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა.

ჩვენ სახეზე მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, რომელიც იყო დაუშვებელი. გაუარესდა ბერი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოყვანილი იქნება გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება.

იმედი მაქვს, შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი. გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება“ – განაცხადა მინისტრმა.   

მსგავსი თემები