თბილისს “მწვანე პოლიტიკის” შესაბამისი, ბრენდირებული ავტობუსები ეყოლება

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში უახლოეს მომავალში 90 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. თუმცა სულ, 8,10 და 12 მეტრის სიგრძის 500-დან 550-მდე ავტობუსის შეძენა იგეგმება, რომლებიც იქნება ევრო-6 დიზელზე მომუშავე და ელექტროავტობუსები.

“ავტობუსის ფერთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ფერი ერთად შევარჩიოთ. ვფიქრობთ, რადგან “მწვანე პოლიტიკა” არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოფილიყო ბრენდირებული და მწვანე ფერში გაწყობილი”, – მიმართავს კახი კალაძე მოსახლეობას ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან ვიდეო ჩართვაში.

თბილისის მერმა პოლონეთში, Man-ის ქარხანაში სხვა ქვეყნებისთვის გამზადებული საზოგადოებრივი ავტობუსები დაათვალიერა.

კალძის თქმით, Man -ის ლურჯი ავტობუსები, რომლებიც თბილისმა შეიძინა არის ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდი მსოფლიოში და ის ლურჯი ავტობუსები რომლეიბც ჩვენ გვყავს არის მართლაც საუკეთესო.

“ ძალიან ლამაზი იქნება ავტობუსები ორ ფერში, მაგალითად მწვანე-თეთრში. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე დიზაინს განვსაზღვრავთ, თუ როგორი უნდა იყოს ყველაფერი და მოგაწვდით ინფორმაციას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს, კონფიგურაციას გავაკეთებთ იქვე და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს”, – განაცხადა კალაძემ Man-ის ქარხნიდან ჩართვისას.

 

მსგავსი თემები