ელენე ხოშტარია ვერ გადაადილდება, მას ეტლი მიუტანეს

მოშიმშილე დეპუტატს ელენე ხოშტარიას პარლამენტში ეტლი მიუტანეს. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

პარლამენტში ელენე ხოშტარიას სანახავად ექიმი ვახტანგ კალოიანი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, ორგანიზმში ინტოქსიკაცია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია მე-17 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

მსგავსი თემები