მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში მოათავსეს

ამ წუთებში, ექიმ-რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს აკეთებს. როგორც  რეანიმატოლოგმა ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია.   

„მე დღეს მოვედი მის სანახავად და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. მე დღეს პაციენტთან მოსული ვარ კონსულტაციისთვის, მთხოვეს და მოვედი.  მე შემთხვევით მოვხვდი დაწესებულებაში. ახლახან მოხდა ეს, პაციენტი მოითხოვს გამოკვლევებს, მეც პირადად აქედან არ წავალ, სანამ ყველაფერი არ დასტაბილურდება. იყო მცირეხნიანი გონების კარგვა. რეანიმაციაში წევს ახლა. იქ მუშაობს მორიგი ბრიგადა, აბსოლუტურად კონტაქტურია და პასუხობს ყველა კითხვაზე“ – განაცხადა ექიმ-რეანიმატოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გონება დაკარგა და წაიქცა. ამ წუთებში, მასთან შევიდა პირადი ექიმი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.   

მსგავსი თემები