„ბუსტერის“ გაკეთება 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის ბოლომდე, საქართველოში  აცრის მესამე, დამატებითი დოზის გაკეთება 300 000-მდე აცრილ ადამიანს მოუწევს.

„ბუსტერი” დაახლოებით 10 დღეა დაწესდა ქვეყანაში. პირველ ეტაპზე ეს იყო 50 წელს ზემოთ მოსახლეობაზე, ახლა არის 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ნებისმიერი ვაქცინით. იცით, რომ 4 ვაქცინა ადმინისტრირდებოდა ქვეყანაში – „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“.  ნებისმიერ ვაქცინაზე 6 თვის შემდეგ შეიძლება აცრა ე.წ. გამაძლიერებელი ბუსტერდოზით. ბევრი კვლევით როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოში დადგენილია, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი გრძელდება 6-8-10 თვის განმავლობაში, ამიტომ სასურველია, რომ „ბუსტერი” ძირითადად გაკეთდეს მეორე აცრიდან 6 თვის თავზე“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, წლის ბოლომდე მესამე აცრის დოზის დამატება 30-40 000-მდე ადამიანს მოუწევს

„დაახლოებით, 10 დღეში, რაც “ბუსტერი” დაშვებულია, 7500 ადამიანია აცრილი. აქედან 4000-ზე ცოტა მეტი 60 წელს ასაკის ზემოთაა. ჩვენი გათვლებით, წლის ბოლომდე მესამე დოზა დაახლოებით, დასჭირდება 30-40 ათასამდე ადამიანს. 6 თვის შემდეგ “ბუსტერი” ძირითადად მოვა იმ ადამიანების ჯგუფებზე, ვინც აიცრნენ ივლის, აგვისტო-სექტემბერში და მათი აცრის დრო იქნება იანვარი-თებერვალი და მარტი. დაახლოებით, 300 ათასამდე ადამიანს მოუწევს “ბუსტერის” გაკეთება“, – განაცხადა ამირან  გამყრელიძემ.

მსგავსი თემები