ევროკავშირის ელჩი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე შეშფოთებულია

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია, კონსილიუმის დასკვნა შეაფასოს, თუმცა, სრულ ნდობას უცხადებს როგორც სახალხო დამცველის ფორმატში შექმნილ ექსპერტთან ჯგუფს, ისე სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურს.

„ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება.  ამ ვითარების სათანადოდ მოგვარების საჭიროება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური, ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე. შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ერთი და იგივე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მიერ მისი მანდატის განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა წუხელ გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები