„100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. აღნიშნული განცხადება პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ გაკეთა.   

„ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია და გადაიტანოს, არასწორია“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, კორონავირუსზე არანაკლებ საშიშია პოსტკოვიდური გართულებები.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი შარშან არ იყო. ინფიცირებულთა რაოდენობაში ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ასეთი ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია, გადაიტანოს, არასწორია. ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები