„დეკემბერი და იანვარი საგანგაშო პერიოდია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავრში“

„მაღალი რჩება ინფიცირების და გარდაცვლილების მაჩვენებელი, ჩვენი მოლოდინი, რომ თანდათან შემცირდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი სურვილად რჩება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე ვაქცინაციის დაბალ ტემპზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპის ვირუსის მოახლოებასთან ერთად მდგომარეობა საგანგაშოდ შეიცვლება:

„ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისი არის ის პერიოდი, როცა გამოჩნდება გრიპის ვირუსებიც, რომელიც პიკს დეკემბერ – იანვარშიც მიაღწევს, ყველა ქვეყანას აქვს მიღებული გაფრთხილება, რომ წელს გრიპი იქნება მეტი, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ დეკემბერი და იანვარი საგანგაშო პერიოდია, როგორც გრიპის, ასევე ვირუსის მატების თვალსაწრისით.

პანდემიის დაწყებიდან პირველ ოქტომბრამდე გარდაცვლილი ადამიანების, ლამის 90 % იყო არავაქცინირებული, თუმცა ბევრ ადამიანს ამ ციფრებისაც არ სჯერა და არაა დარწმუნებული, რომ ამ ციფრების უკან კოვიდინფიცირებული ადამიანები არიან.

ჩვენი მოლოდინი, რომ შემცირდებოდა ინფიცირების მაჩვენებელი მოლოდინად რჩება, ვერანაირმა წამახალისებელმა ღონისძიებამ ვერ გაზარდა აცრის მსურველების რაოდენობა.“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე პროგნოზით შესაძლოა საველე ჰოსპიტალების ამოქმედების საჭიროება დადგეს:

“თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულტა რიცხვი არ ჩამოსცილდა 3000 -სს შესაძლოა საველე ჰოსპიტალების არსებობა , ისევ განვიხილოთ სარეზერვო ვარიანტად. დღეს საკმარისია საწოლების რაოდენობა,” – გაანცხადა ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები