ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს

გულის უკმარისობა; ვერნიკეს ენცეფალოპათია; პერსისტენტული ჰიპოკალემია; პერსისტენტული ჰიპოკალემია;  ანემია; გასტრო ინტესტინალური სისხლდენა – ეს იმ რისკის განმსაზღვრელი ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოამზადა.

ექიმები რეკომენდაცას იძლევიან, პაციენტის მკურნალობა გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში მოხდეს.

„პაციენტის მდგომარეობის შეფასება:  მიმდინარე სტატუსი – კრიტიკული. რისკის განმსაზღვრელი ფაქტორები: 1. შიმშილობის 48 დღე დასტურდება; 2. ვერნიკეს ენცეფალოპათია; 3. პერსისტენტული ჰიპოკალემია; 4. ანემია – თალასემია + გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა; 5. სრულყოფილ მკურნალობაზე უარის თქმა; 6. მაღალი სტრესული გარემო მოსალოდნელი გართულებები უახლოეს მომავალში 1. ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება – კომით, ეპილეფსიური სტატუსით; 2. ჰიპოკალემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა; 3. გასტრო ინტესტინალური სისხლდენა; 4.ჰემოლიზი – თალასემია + ჰიპოფოსფატემია; 5. პულმონური ემბოლიზმი (იმობილიზაციის და დეჰიდრატაციის გამო); 6. გულის უკმარისობა; 7. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი“ – ვკითხულობთ ექსპერტთა დასკვნაში.  

მსგავსი თემები