სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გავრცელებული კადრები პრეზიდენტისთვის ღირსების შემლახავი იყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი წელს ზევით შიშველია და ის  რამდენიმე ადამიანს ძალით შეჰყავს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, დამამცირებელია.   

„მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები