19 ნოემბერს ოპოზიცია თბილისში მსვლელობას გამართავს

ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს 19 ნოემბრიდან განაახლებს. აქცია  სამი მეტროსადგურიდან დაიძვრება და სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. კერძოდ, აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „ავლაბრის“, „ვაგზლის მოედნისა“ და „უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით,  ავლაბრიდან მსვლელობას „ნაციონალური მოძრაობა“ უხელმძღვანელებს,, ვაგზლიდან – „ლელოს“, „უნივერსიტეტიდან“ კი  „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“.

„ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ვალია, განურჩევლად პროფესიისა, სტატუსისა, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში – რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ ვაგრძელებთ, საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას“ – განაცხადა ნიკა მელიამ

მსგავსი თემები