საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 72 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 212-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 732 პირს დაუდასტურდა, 4 812 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 16 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 204 შემთხვევა გამოვლინდა, 4 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები