“ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ციხის სამკურნალო დაწესებულება გვიან დატოვეს. როგორც  ანესთეზიოლოგ – რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექსპერტის შეფასებით, მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა რამდენიმე დღეში დამძიმდება.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას“ – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება ციხის სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ექიმი აცხადებს, რომ  ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

„ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ. არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, „სტაფი“ გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე. უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს.  მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებს, ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ექიმმა მედიასთან.

მსგავსი თემები