„ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მცდელობაა, მიხეილ სააკაშვილი ციხის გარეთ მოხვდეს, თუმცა, ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია.

„ყველანაირი გზებით ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ იმისთვის, რომ რაღაცები დაგეგმონ. იმ გეგმებსაც არ უწერია აღსრულება, მაგრამ შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შექმნან. თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. თუ ვინმემ მოინდომა უმძიმესი პროვოკაცია, მძიმე პროვოკაციაზე საუბარი, რაზეც მინიშნება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ოღონდ ვითომ რუსებზე საუბრობდა, ვერც ერთი სახელმწიფო, ვერც ერთ სამოქალაქო კლინიკა ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ ციხეში არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტი. იმიტომ უნდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რომ იქ უსაფრთხოების სხვა სტანდარტია. ჩვენ გვაინტერესებს ერთადერთი რამ, როდესაც ადამიანს ეკუთვნის ციხეში ყოფნა, ციხის გარეთ ის არ უნდა გავიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები