ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახჩასმათან ახლო ურთიერთობა აქვს  

„პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგად იცნობს და ახლო ურთიერთობა აქვს მის ოჯახთანაც.  

„დაგიდასტურებთ, რომ მე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში. შემდეგ ბატონი ნიკა მუშაობდა სამინისტროში იმ პერიოდში, როცა მე სამინისტროში მაღალი თანამდებობები მეკავა. დაგიდასტურებთ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან, რომლის უნივერსიტეტის დაარსებაშიც მაქვს წვლილი შეტანილი. ბატონი მიხეილის ბებია, ნათელა წუწუნავა იყო ჩემი მასწავლებელი, როცა მე სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი და მასწავლიდა ჰისტოლოგიას.

ასევე, მისი მეორე ბებია ქალბატონი მზია წერეთელი, რომელთანაც ასევე მქონდა საქმიანი ხანგრძლივი ურთიერთობა. ასევე, მის ძმებთანაც ანუ ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს და ასევე, რა თქმა უნდა, მის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან, რომელთაც ერთადაც საკმაოდ გლობალურ ჯანმრთელობის პროექტებთან დაკავშირებით მქონია ურთიერთობები. მან ჩემგან გადაიბარა გლობალური პროექტი შიდსის, ტუბერკულოზის და ა.შ. მიუხედავად ამ ახლო ურთიერთობისა, ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები შეიძლება იყო განსხვავებული და იყო განსხვავებული, ხანდახან ფუნდამენტურად. მაგრამ მე ამას ახლა არ ვეხები. მე პოლიტიკას არ ვეხები“ – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები