ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონსილიუმის მოწვევის საჭიროება არ არსებობს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად კონსილიუმი არ შეიკრიბება, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან განმარტა, მსგავსი საჭიროება არ არსებობს.

„მე-18 დაწესებულების პირობები შეფასდა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაშიც 2014 წლიდან არის გარკვეული ნებართვები გაცემული ამ დაწესებულებისთვის. აქ შედის რიგი რეანიმაციული, ასევე ლაბორატორიული მიმართულებები. პერსონალი სერთიფიკატის არსებობის კუთხით შეფასდა და ასევე, იყო თუ არა ყველა მიმართულებით პერსონალი დაკომპლექტებული. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა და ალბათ, თქვენც გქონდათ წვდომა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერთიფიკატი არის ამ შეფასებაში და ჩვენ ამ სერთიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნამდვილად არ გვაქვს.  მას შემდეგ, რაც პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანეს, კონსილიუმის გარედან მოწვევის საჭიროება ნამდვილად აღარ დგას“ – განმარტა თამარ გაბუნიამ.  

მისივე ინფორმაციით, დაწესებულებაში მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი მუშაობს, რომელსაც შეუძლია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასოს და რისკები მართოს.

მსგავსი თემები