მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად მონაწილეობაზე უარს აცხადებს

მოსამართლე დავით კურტანიძის გაცხადებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქარველოს საზღვრის უკანონოდ გადალახვის საქმის მოსამართლეა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტაციურად მონაწილეობის წინააღმდეგია.

მოსამართლის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებას გაგზავნილი ჰქონდა მოთხოვნა, თუ  ბრალდებულის სასამართლოში ეტაპირება ვერ მოხდებოდა, მას პროცესში დისტანციურად  მიეღო მონაწილეობა, თუმცა, დისტანციურ მონაწილეობაზე ბრალდებული უარს აცხადებს.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა და მოითხოვა პასუხი, რატომ არ აცნობეს ადვოკატებს, რომ სასამართლო ბრალდებულის დისტანციურად ჩართვას ითხოვდა.

მოსამართლემ კი განმარტა, რომ პენიტენციურ სამსახურს გაუგზავნეს წერილი,  რომ სასამართლოში წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილი ან დისტანციურად ჩატარებულიყო პროცესი.

მსგავსი თემები