ადვოკატის განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილთან იმიტომ არ უშვებენ, რომ არ უნდათ არსებული პირობები ნახოს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს, უკრაინის სახალხო დამცველი იმ პირობებს გაეცნოს, რა პირობებშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. სწორედ ამ მოტივით ხსნის დიმიტრი საძაგლიშვილი იმ ფაქტს, რომ უკრაინის სახალხო დამცველს ციხის საავადმყოფოში არ უშვებენ.

„სწორე ამისი გაგრძელებაა უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში. ამის გამოვლინება იყო ევროპარლამენტარის არ შეშვება საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე უკრაინელი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის არ შემოშვება საქართველოში. ადამიანების არ დაშვება მიხეილ სააკაშვილთან მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა და ევროპარლამენტარებმა ნახონ, რა პირობებში და რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მყოფმა უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სანახავად შესვლაზე უარი მეორედ მიიღო. როგორც მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, არანაირი ვალდებულება არ არსებობს, სამკურნალო დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველი შეუშვან და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია პენიტენციური დაწესებულება.  

მსგავსი თემები