„მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით“ – მიტროპოლიტი ხელისუფლებას მიმართავს

მიტროპოლიტი იოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. 

„მოკრძალებით კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა, მთელი საქართველო“, – აცხადებს მიტროპოლიტი იოსები, რომელიც ამავდროულად მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და აცხადებს, რომ ის ღმერთთან ყველაზე ახლოსაა.

მსგავსი თემები