„თქვენ დღეს  ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს“ – მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

მიტროპოლიტი იოსები პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე  პრეზიდენტს მიმართავს. როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი ისე ახლოსაა ღმერთთან, საკმრისია მას სთხოვოს დახმარება და მყისიერად შეუსრულდება.  

„მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია, ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია“ – განმარტავს მიტროლიტი.

სასულიერო პირი მადლობას უხდის მეუფე ნიკოლოზს მიხეილ სააკაშვილის ზიარებისთვის.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს, რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა, აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ასევე მინდა განვმარტო, რომ ადამიანი, რომელიც ზის ციხეში ან საავადმყოფოშია, სრულებითაც არ არის სავალდებულო მარხვა, რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა“ – აცხადებს მიტროპოლიტი და საკუთარი სიტყვების გასამყარებლად სახარებას  იშველიებს.

მსგავსი თემები