პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახური მიხეილ სააკაშვილის ტესტის პასუხს ავრცელებს და აცხადებს, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჩატარებული პისიარტესტის შედეგად „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, პისიარტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები