წყლის ჭავლის და სახანძრო მანქანები გორგასლის ქუჩაზეა მობილიზებული

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სახანძრო-სამაშველო სპეციალურ მანქანა. ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია კი დაახლოებით 40 წუთი გრძელდება.

აქციის მონაწილეები ავლაბრის მეტროდან მსვლელობით დაიძრნენ. გზის  სავალი ნაწილი დაიკავეს და ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ადგილზე ასევე მობილიზებულია სამართალდამცველები, კერძოდ, სხვადასხვა დანაყოფები. ასევე, გზაზე განლაგებულია სხვადასხვა ტრანსპორტი, მათ შორის სამარშრუტო ტაქსები. 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, გზის გადაკეტვის უფლებას არავის მისცემენ, რადგანაც ეს გამოიწვევს კოლაფსს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში ე.წ. შუშის ხიდის მიმდებარედ იმყოფებიან. მათ იუსტიციის სახლთან სატრანსპორტო გზა გადაკეტეს. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, როსტომ მეფის სასახლეში მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. არ არის გამორიცხული, აქციის მონაწილეები სწორედ “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიძრან, რომელიც იქვე მდებარეობს.      

მსგავსი თემები