ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

ავლაბრის მეტროსთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები ამ წუთებში, ავლაბრის მეტროდან ბარათიშვილის დაღმართის მიმართულებით დაიძრნენ. ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, მსვლელობა 17:00საათამდე გაგრძელდება და მტკვრის ორივე სანაპირო გადაიკეტება.

ადგილზე მობოლიზებულები არიან პოლიციელები, რომლებიც აცხადებენ, რომ გზის გადაკეტვის შესაძლებლობას არავის მისცემენ. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს და “სკანდირებენ” – “მიშა”… “მიშა”…     

მსგავსი თემები