„სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად და სასტიკ მოპყრობად“ – უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა საქართველოში მეორედ ჩამოფრინდა, თუმცა, ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინელი ომბუდსმენი მედიასთან აცხადებს, მას ასევე სურვილი აქვს შეხვდეს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს.   

„მიხეილ სააკაშვილმა წერილი მომწერა, მას უნდა რომ შევხვდე ციხეში, ამიტომ ჩამოვედი. ყველა საჭირო წერილი გაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში, ასევე, ნოტა ჩვენს საელჩოში, ველოდები პასუხს. ველოდები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, ჯერ პასუხი არ ვიცი. შიმშილობის 46 დღეა და სტრასბურგის სასამართლოსაც მოთხოვნილი აქვს მისი გადაყვანა სათანადო კლინიკაში. რაც ჩვენ ვნახეთ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება. სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეიძლება შეფასდეს წამებად და სასტიკ მოპყრობად. უკრაინის ხელისუფლებამ ნოტა გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას, სადაც ვითხოვთ უკრაინელი ექიმების დაშვებას სააკაშვილთან. ნოტაზე პასუხი ჯერ არ ვიცით“ – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.   

მსგავსი თემები