ცხრა დეპუტატი შიმშილობას იწყებს

საკანონმდებლო ორგანოს ცხრა წარმომადგენელი დეპუტატ  ელენე თევდორაძეს უერთდება და პარლამენტი შენობაში შიმშილობას იწყებს. განცხადება შიმშილობის დაწყების შესახებ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ კოლეგებთან ერთად გააჟღერა.

მათი მოთხოვნა უცვლელია – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.      

პარლამენტში მოშიმშილე ელენე თევდორაძეს შემდეგი დეპუტატები უერთდებიან: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა,სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მაჭუტაძე და აბდულა ისმაილოვი.

მსგავსი თემები