„გირჩმა“ მჩხიბავს შსს-სთვის ჯადოს რიტუალი შეასრულებინა

„გირჩი-მეტი თავისუფლებამ“  დღეს მორიგი წარმოადგენა მოაწყო. ზურა ჯაფარიძის გუნდის წევრები დღეს ზაჰესში, შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ და თურქეთიდან ჩამოყვანილ მჩხიბავს სპეციალური რიტუალი ჩაატარებინეს.   

მათი განცხადებით,  მჩხიბავმა სტელამ, რომელიც სპეციალურად სტამბოლიდან ჩამოიყვანეს, შსს-ს ამ დაწესებულაბას ჯადო გაუკეთა.

აღნიშნული ქმედებით „გირჩელები“ იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებას ელიან, რომლებიც, მათივე თქმით, უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯადოს მოხსნას არ აპირებენ.

“ქ-ნი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით ჯადო დავაგეგმინეთ. იგი მეოთხე თაობის მჩხიბავია და მსოფლიოს საუკეთესო მჩხიბავთა 27-ეულში შედის. ჩვენი მოთხოვნა არის “გირჩი-მეტი თავისუფლების” პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჯადოს მოხსნა მხოლოდ ქ-ნ სტელას შეუძლია, რადგან მისი გამოყენებული მაგიის მოხსნა, კონკრეტულად მას მოითხოვს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსგავსი თემები