„სააკაშვილი საწოლიდან არ ამდგარა, სასიცოცხლო მედიკამენტები მიიღო“ – პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ქვემოთ ჩამოსვლა ვერ შეძლო და მასთან საკანში ავიდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშილი ძალიან სუსტადაა და საუბარიც უჭირს.   

„პირველი დღეა, რაც არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს. საკანში ვესტუმრე, რადგან მას ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. დასუსტებულია. არაფრის ტკივილი არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად მთელი დღე არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ ძალიან, ძალიან სუსტადაა. შიმშილობა არ დამთავრებულა. მასთან კიდევ არის ერთი ექიმი, რომელსაც არ ვიცნობ. თუ გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, დამირეკავენ და გადავწყვეტთ რა და როგორ გავაკეთოთ. სააკაშვილმა სასიცოცხლო მედიკამენტები მიიღო – კალიუმის შემავსებელი წამალი და კიდევ ერთი წამალი“, – განაცხადა ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები