„საზიზღარი ქმედება“ – ევროპარლამენტარი ქართულ მხარეზე

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სანახავად ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ციხის საავადმყოფოში შესვლაზე ოფიციალური უარი მიიღო. აღნიშნულ ფაქტს ევროპარლამენტის მეორე წევრი ნეგატიურად აფასებს.   

„ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. „ქართულ ოცნებას“ არ სურს დეესკალაცია“ – წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიეჩიენე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ანა ფოტიგა საქართველში სპეციალურად, მიხელ სააკაშვილის სანახავად ჩამოვიდა, თუმცა, როგორც მან, ისე ლიეტუვის დელეგაცია გლდანის ციხეში არ შეუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია თავად ანა ფოტიგამაც გამართა.

მსგავსი თემები