“ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი“ – გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქისთვის სულ ერთი არ არის არსებული მდგომარეობა.

„ვიცი, რომ მისთვის სულერთი  არ არის ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად იყო, რომლებიც  ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა. ჩვენს სამართალში სიკვდილით დასჯის მუხლი არ არსებობდა, არ იყო ჩვენთან. ჯანმრთელობა ვუსურვე და წამოვედი. არაფერი განსაკუთრებული”, – აცხადებს  გიული ალასანია.

მსგავსი თემები