„მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისასალმებელია, ჯანდაცვის კი რთული“ – სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

საქართველოში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ციხის საავადმყოფოდან გამოვიდა. როგორ ჯო სენდვიჯი აცხადებს, ის, რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულად არ იქნებოდა მიჩნეული.

„ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ და ძლიერად გრძნობს.  თუცა ის არ იმყოფება სათანადო აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. აქ სერიოზული შეშფოთების საგანია მისი უსაფრთხოება. იმ შემთხვევაში, თუ რამე მოხდება, აქ არ არის სათანადო სამედიცინო შესაძლებლობები. ჩვენთვის პრიორიტეტი მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა. ამ შენობაში პრეზიდენტი უსაფრთხოდ ვერ იქნება, როცა აქვე იმყოფებიან მის მიერ გასამართლებული ადამიანები. შემაშფოთებელია ის გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეპყრობიან მას. ის, რისთვისაც სააკაშვილი სასჯელს იხდის, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, დანაშაულად არ იქნებოდა მიჩნეული“ – განაცხადა ციხიდან გამოსულმა ჯო სენდვიჯმა ჟურნალისტებთან.

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილს რადას დეპუტატი, უკრაინელი ლიზა იასკო ხვდება.    

მსგავსი თემები