თბილისი და რეგიონები პროტესტმა მოიცვა

ამ წუთებში, დიდუბის მეტროს 300 არაგველის მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. დიდუბეში შეკრებილები გეზს ჯანდაცვის სამინისტროსკენ აიღებენ და იქ გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას უკავშირდება.

რაც შეეხება 300 არაგველების მეტროსთან შეკრებილებს, ისინი გეზს იუსტიციის სამინისტროსკენ დაიძრებიან, რომ თავიანთი ხმა მინისტრ რატი ბრეგაძეს მიაწვდინონ.

„ეს არის მშვიდობიანი აქცია. დიახ მივაკითხავთ ყველა სახელმწიფო უწყებას ყოველდღიურ რეჟიმში“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზაალ უდუმაშვილი.

პარალელურად,  საპროტესტო წარმოდგენა მიმდინარეობს  ბათუმში, რუსთავში, გორში, თელავსა და ქუთაისში.

მსგავსი თემები