ზურაბ ჯაფარიძე და მისი ავტომანქანა ევაკუატორით სხვაგან გადაიყვანეს

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩახერგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაგვის დაყრის შემდეგ, დრეს, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ მორიგი აქცია-წარმოდგენა იმართება. ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომ შენობაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდული ყოფილიყო.

ზურაბ ჯაფარიძე ავტომანქანას თავად მართავდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც ჯაფარიძეს ავტომანქანის გადაყენება მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ჯაფარიძისგან უარი მიიღეს, გამოიძახეს ევაკუატორი, ზურაბ ჯაფარიძე და მისი ავტომანქანა მოათავსეს ევაკუატორზე და სხვა ადგილას გადაიყვანეს.

“საბურთალო გამომატარეს, ევაკუატორზე ვზივარ, ეხლა იპოდრომთან ჩავიარეთ, სად მივყავარ არ ვიცი” – აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის აღნიშნული პროტესტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას ემსახურება.

“გირჩი – მეტი თავისუფლებას” აქცია-პერფორმანსი 6 ქალაქში ჩატარდა – თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, თელავსა და ქუთაისში.

მსგავსი თემები