ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვიდა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. არსებული ინფორმაციით, ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

ანა ფოტიგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა და ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

„მნიშვნელოვანი მისია მაქვს და კომენტარს შეხვედრების შემდეგ გავაკეთებ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.

მსგავსი თემები