მიტროპოლიტები შიო, დავითი და თეოდორე დაინფიცირებულები არიან

საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე და ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბოდბის დედათა მონასტრის ფეისბუქიდან გახდა ცნობილი, სადაც დაინფიცირებულ მღვდელმთავრებს გამოჯანმრთელება უსურვეს.

ვაქცინირებულები არიან თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები, უცნობია.

მსგავსი თემები