სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავს და საკუთარი მოქალაქის დაცვას ითხოვს. როგორც ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის დამამცირებელი და არაადამიანური ვიდეოფაილების გავრცელება არაფერს ექვემდებარება.   

„მაინტერესებს, არის თუ არა უკრაინის ციხეში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასე ამცირებენ? ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან სად ჩაიდინა მათ წინააღმდეგ დანაშაული“, – აცხადებს ადვოკატი, რომლის ადრესატები უკრაინის პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი და სახალხო დამცველი არიან.

მსგავსი თემები