„ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ, სავალალოა“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი და საქართველოს აქტიური გულშემატკივარი ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრების გავრცელებას  სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ევროპარლამენტარი წერს, ამ  ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ, სავალალოა.

„საქართველო შეძრწუნებულია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ციხეში არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ, სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერს ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.

“სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალურ პრობლემებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა მაგალითად, ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა. და ვინ სარგებლობს ამ არასაჭირო დრამით? არა საქართველოს ხალხი და არა მათი საერთაშორისო მეგობრები, არამედ ისინი, ვინც ხალისით თელავს საქართველოს ხუთჯვრიან დროშას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი თემები