“ხელისუფლება ზრუნავს ციხის სისტემის მთლიანობაზე, სააკაშვილის მეგობრები და მომხრეები კი, მის ღირსებაზე, ორივე მათგანი ლეგიტიმურია” – დიეგო კოლასი

ხელისუფლება ზრუნავს ციხის სისტემის მთლიანობაზე, ხოლო სააკაშვილის მეგობრები და მომხრეები მის ღირსებაზე, ვიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარე საკითხს სიფრთხილით მოეკიდოს და იპოვოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

ელჩის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. დამატებით ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რაც წერილში ეწერა და ვფიქრობ, არ იქნება გამოსადეგი, რომ სტრასბურგის სასამართლოს წერილის პერიფრაზირება მოვახდინო. ზოგადად, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ გავაკეთე განცხადება, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. გუშინდელ განცხადებაში ასევე გამოვთქვი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ხელისუფლება ზრუნავს ციხის სისტემის მთლიანობაზე, ხოლო სააკაშვილის მეგობრები და თაყვანისმცემლები მის ღირსებაზე, ყველა პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება და ორივე მათგანი ლეგიტიმურია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარე საკითხს სიფრთხილით მოეკიდოს და იპოვოს შესაბამისი გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოლასმა.

მსგავსი თემები