“გატაცება” დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას” – იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ბაზაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ოპონენტებმა “გატაცება” უწოდეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

“გატაცება” – ამ ტერმინს ჩვენი ოპონენტები შეგნებულად ამკვიდრებენ და უნდათ მოახდინონ მავნე ზეგავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და უნდა დაარწმუნონ, რომ თითქოსდა ვინმე გავიტაცეთ… ჩვენმა ოპონენტებმა “გატაცება” დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას…” – აღნიშნა მინისტრმა.

ბრიფინგზე გავრცელდა გლდანის დაწესებულებაში შესახლების კადრები, რომელიც რამდენიმე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. კადრები პენიტენციურმა სამსახურმა მინისტრის განმარტებით “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” გამო გაავრცელა, იმის დასტურად რომ პატიმარი დაწესებულების შენობასთან რეანომობილით მიიყვანეს, და მან წინააღმდეგობა გაწია სამკურნალო დაწესებულებაში შესახლებისას.

მსგავსი თემები