რატომ არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში

რატომ არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში? – იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. 

“დიახ პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე არ მისულიყო, ვინაიდან პატიმარი უარს ამბობს მკურნალობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაბამისად, შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა მერე ამაზე პასუხისმგებლობას. ჩვენ პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ასე გავაგრძელებთ. ასევე, აქ იყო უსაფრთხოების ფაქტორი და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სასამართლოსთან ისევ იყო ოპოზიციის მიერ მიყვანილი ხალხი და ისინი ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სასამართლო პროცესის ნორმალურად წარმართისათვის,” – განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

მსგავსი თემები