მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ადასტურებს რომ მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა გლდანის ციხის საავადმყოფო დატოვა. როგორც საპატიმროდან გამოსულა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური დაზიანების კვალი ატყვია.

„ახლა ტარდება სამედიცინო კვლევები, ჯერ არ დამთავრებულა. მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. სხვებიც მალე გამოვლენ. გარეგანი დათვალიერება უტარდება. აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით. ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის, ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და უკმაყოფილოა“ – განუცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები