ოპოზიცია ხვალ აქციას ვაჟა ფშაველას ძეგლთან გამართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ხვალ ვაჟა ფშაველას მეტროს მიმდებარედ გაიმართება. როგორც ნიკა მელიამ დააანონსა, მსგავსი აქციები ყოველ დღე, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

„ისინი იძულებული არიან, ყოველდღიურად მეტი და მეტი ძალადობა გამოიჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ. ამ წუთის მდგომარეობით, მათივე ინფორმაციითაც 46 მშვიდობიანი აქციის მონაწილეა დაკავებული. ისინი გადაყვანილი ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები. მინდა, რომ დავაანონსო მორიგი აქცია – ხვალ 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.  

მსგავსი თემები