დღეს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება  

სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავს. პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს დღესვე ჩაუტარდება ექსპერტიზა, რომელმაც მასზე განხორციელებული ძალადობა უნდა დაადასტუროს ან უნდა გამორიცხოს. ექსპერტიზას სააკაშვილის პირადი ექიმიც დაესწრება.

„დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. მას დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას,“- განუცხადა სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები