პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონის სარგებლობა შეუზღუდა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო კომუნიკაციით ისევ შეზღუდულია. როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მედიას განუმარტა, აღნიშნული შეზღუდვა არ მოხსნილა და ძალაში რჩება.

„პატიმრობის კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის“ – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები