“პოლიციელებო, საჯარო მოხელეებო, გახსოვდეთ, სისხლი გაქვთ ხელზე” – კობა ხაბაზი

ყველა, ვინც ბოროტების სამსახურში ხართ ჩამდგარი, პოლიციელებო, საჯარო მოხელეებო და ასე შემდეგ, გახსოვდეთ, სისხლი გაქვთ ხელზე. თქვენ გინდათ, მოკლათ პრეზიდენტი, გინდათ, მოკლათ თავისუფლებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდება.

„აუცილებლად აგებენ პასუხს. შეუძლებელია, ბოროტებამ დიდხანს იზეიმოს. ეს არის დაუწერელი წესი. მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი. მალე გამოვა გარეთ და ეს რეჟიმი დასრულდება. ასეთი პროცესები შეუქცევადია, აუცილებლად დასრულდება. ყველა, ვინც ბოროტების სამსახურში ხართ ჩამდგარი პოლიციელებო, საჯარო მოხელეებო და ასე შემდეგ, გახსოვდეთ, სისხლი გაქვთ ხელზე. თქვენ გინდათ, მოკლათ პრეზიდენტი, გინდათ, მოკლათ თავისუფლებისთვის ბრძოლა. არ გამოგივიდათ, წინააღმდეგობა გაგრძელდება, არ გავჩერდებით, რადგან გაჩერება დღეს დანაშაულის ტოლფასია. იქნება აქციები, მივალთ, გავაპროტესტებთ, დაგვიჭერენ ისევ გავაგრძელებთ, არ გავჩერდებით“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.

მსგავსი თემები