მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს არ დაესწრება

მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანენ, ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს იუსტიციის სამინისტროსგან არ მიუღია ცნობა, რომ პროცესი ჩანიშნული იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას მხოლოდ ადვოკატებისგან ჰქონდა. 

ბასილაიას თქმით, სასამართლოში დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების საშუალება მიეცეს. 

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბასილაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამძიმდა, დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილიც, თუმცა, ამის მიუხედავად, მზად არის სასამართლოში წავიდეს. 

სააკაშვილის დაცვის მხარისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ აძლევენ მას სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალებას. 

მსგავსი თემები