“სამწუხაროდ, ველოდებით, რომ კოვიდის მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს” – ივანე ჩხაიძე

ინფიცირების მაჩვენებელი, ბოლო დღეებია, 6 ათასის ფარგლებშია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 7 ათეულს აჭარბებს. ექიმების თქმით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოზიტიური პროგნოზის გაკეთება რთულია:

“მე ვერ ვხედავ მექანიზმს, რამ უნდა შეამციროს ინფიცირების რაოდენობა. ამის უკან შეიძლება იყოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა, რაც, ბოლო კვირების განმავლობაში, პირიქით, დაბალ ციფრზე იყო და ამ მხრივ, მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. მეორე შესაძლო მექანიზმია ეპიდსაწინააღმდეგო მექანიზმების დაცვა, ნიღბის ტარებას ვგულისხმობ, სულ 35% მაჩვენებელი. სამწუხაროდ ჩვენ ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ მაღალი იქნება, სანამ ამ ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მივიღებთ,” – აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მსგავსი თემები