ამერიკის ელჩი მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას

„შეშფოთებული ვართ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ჯგუფის შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების, რომ გლდანის ციხის მეთვრამეტე ჰოსპიტალი არ არის საკმარისი. ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“ – აცხადებს ელჩი და მიხეილ სააკაშვილსაც ურჩევს, ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

„ასევე, მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას.  ეს აშკარად მგრძნობიარე და ემოციური სიტუაციაა. ახლა საჭიროა, პრიორიტეტებს მიექცეს ყურადღება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით.  მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად და საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათთვის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება“, – აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები