ამერიკის ელჩი ხელისუფლებს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ

“ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებითა და უსაფრთხოებით” – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ხელისუფლებას მიმართავს.

„გვაღელვებს მისი კეთილდღეობა. სამედიცინო ჯგუფის უკანასკნელი შეფასებიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. ასევე, სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომლის მიხედვითაც, გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკა არ არის შესაფერისი, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დარწმუნდეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

მსგავსი თემები